Microsoft-მა Skype for Business-ის შესახებ წინასწარი ინფორმაცია გამოაქვეყნა. ყველაზე საინტერესო ამ ინფორმაციიდან აღმოჩნდა ახალი ბიზნეს-ხელსაწყოს შესაძლებლობა, რომელიც 10 000-მდე ადამიანის ერთდროულ ტრანსლირებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ფუნქცია ამჟამად არ მუშაობს, თუმცა Microsoft-ი მის განხორციელებას წლის ბოლომდე გვპირდება.
Office 365-ის მეშვეობით დაგეგმილი ყველა შეხვედრა ორგანიზატორის სურვილით შეიძლება ავტომატურად გადაერთოს Skype for Business რეჟიმში. კორპორაციის დეველოპერები კონფერენციასთან დაკავშირების პროცესის მაქსიმალურად გამარტივებას გვპირდებიან, რაშიც მრავალი ქმედების შესრულების აუცილებლობის მოხსნას გულისხმობენ.
„ძალიან მარტივია ვიდეო შეხვედრის რამდენიმე ქმედებით ორგანიზება. ყველაფერი ეს Surface Hub-თან Skype Room-ის საუკეთესო აპარატურული ინტეგრაციისა და ჩვენს პარტნიორებთან- Crestron, Polycom და Smart-თან თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი.“- ნათქვამია Microsoft-ის განცხადებაში.
კომპანიამ ასევე წარმოადგინა ინტერაქტიური ინფოგრაფიკა, რომელშიც სისტემური ადმინისტრატორები იპოვიან ყველაფერს, რაც მათ ესაჭიროებათ Skype for Business-ის საკუთარ კორპორატიულ გარემოში გასაშვებად:
ეს ინფორმაცია განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმათთვის, ვინც უკვე დანერგა Lync-ი საკუთარ კომპანიაში და ჯერ ვერ მოასწრო Skype for Business-ზე გადასვლა.
მასალის გამოყენების პირობები