ორგზის ოსკარზე ნომინირებულ რეჟისორს ტელეარხმა HBO – მ ახალი კომედიის გადაღება დაუკვეთა. გამოცემა The Hollywood Reporter – ის ინფორმაციით სერიალის სიუჟეტი 80- იან წლების შოუ-ბიზნესზე იქნება აგებული. მთავარ გმირად ახალგაზრდა ყმაწვილი სახელად რობი მოგვევლინება, რომელიც კოლეჯის დამთავრების შემდეგ ჰოლივუდში მიემგზავრება და სამეცნიერო-ფანტასტიკური ეპიკის გადაღებაზე ოცნებობს. რობის როლს 19 წლის მსახიობი ჩარლი როუ მოირგებს.
“Video Synchronicity” ასეთია სერიალის სამუშაო ვერსიის სახელწოდება. ჯერჯერობით სხვა დეტალები არ არის დაზუსტებული.
მასალის გამოყენების პირობები