სახელფასო ანაზღაურების 14 %-ით გაზრდის მოთხოვნით,ფოთის ნავსადგურის თანამშრომლებმა მუშაობა შეწყვიტეს.თანამშრომლებმა პორტის ხელმძღვანელობას თავიანთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 10-დღიანი ვადა განუსაზღვრეს, რომელიც 4 მაისს ამოიწურა.ცვლის კაპიტანი გოჩა ჩემინავა ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ გუშინ,დღის მეორე ნახევარში გაფიცული იყვნენ მე-7 და მე-14 ნავმისადგომის,გაფორმების ეკონომიკური ზონის,სადისპეტჩეროს,ფლოტის თანამშრომლები.თუმცა, მისი ინფორმაციით, ნავსადგურის ადმინისტრაციამ მათზე ზეწოლა განახორციელა. გაფიცვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ფოთის პორტში. ადმინისტრაციის უფროსის,მარიკა ნადარაიას ინფორმაციით,თანამშრომლებს გაცდენილი საათები არასაპატიოდ ჩაეთვლებათ."საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიამ გაფიცვის შესახებ ინფორმაცია უნდა მიიღოს წინასწარ,რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.ჩვენ აღვიქვამთ, რომ საქმე გვაქვს სამსახურის უნებართვოდ და გაუფრთხილებლად მიტოვებასთან.ვმუშაობთ საკითხზე, თუ რამდენი ადამიანი არ გამოცხადდა კომპანიაში.დაკმაყოფილდება თუ არა გაფიცულების მთავარი მოთხოვნა - ხელფასის მომატება,ეს ჯერჯერობით უცნობია", - განაცხადა ნადარაიამ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები