იაპონიაში ელექტრონული უნიტაზები მოსახლეობის 76 პროცენტს აქვს ოჯახში. ფუფუნების ამ საგნის ყიდვა ქვეყანაში ეროვნული კეთილდღეობის ერთგვარ საზომადაც კი იქცა.
ულტრათანამედროვე უნიტაზი იაპონურმა ტექნოლოგიურმა მწარმოებელმა "ტოტომ" შექმნა.
ელექტრონული უნიტაზების უპირატესობა მის რამდენიმე ფუნქციაში მდგომარეობს. კერძოდ, ის რეცხავს თბილი წყლით და შხაპის მიღების ფუნქციასაც ასრულებს. გარდა ამისა, უნიტაზის დასაჯდომი არის თბილი, რაც დამატებით კომფორტს ქმნის.
კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, რაც უფრო ბოლო მოდელის უნიტაზია, მით უფრო მდიდრულად გამოიყურება ის.
ყველაზე ძვირად ღირებული ელექტრონული უნიტაზი სპას ფუნქციას ასრულებს. ასევე მას აქვს შრობის ფუნქციაც. ზოგიერთი მოდელის მართვა დისტანციურად არის შესაძლებელი.
ელექტრონული უნიტაზების ფასი 250 დოლარიდან 1700 დოლარამდე მერყეობს. ფასი მოდელების მიხედვით იცვლება. იაპონიის გარდა, ელექტრონულ უნიტაზებს აქტიურად უკვე მეზობელ ქვეყნებშიც იყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები