რინცესა შარლოტა ელიზაბეტ დიანა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის დანარჩენ წევრებს შეუერთდა ლეგოლენდში. ბუნებრივია, ყველა უინძორი ლეგოს კუბიკებისგან არის გაკეთებული.
ეგრეთ წოდებული ლონდონის ლეგოლენდი, სწორედ უინძორში, ბრიტანეთის დედოფალის უინძორის სასახლესთან ახლოს მდებარეობს.
ახლადდაბადებული პრინცესას უფროსი ძმა, პრინცი ჯორჯი, წლინახევრისაა. როგორც წესი, ასეთი ასაკობრივი სხვაობის დროს, დედა შვილებს ორადგილიანი ეტლით დაატარებს და ამაზე იფიქრეს ლეგოლენდში.
“ჩვენ გავაკეთეთ ორადგილიანი ეტლი, სულ 7 სანიმეტრი სიგრძის ახალშობილისთვის, ხოლო თავად პრინცესა სულ სამი პატარა კუბიკისგან არის აწყობილი. მან ჩვენი მინიატრული სამეფო ოჯახის კოლექცია გაამდიდრა“, - განაცხადა ლეგოლენდის პიარ მენეჯერმა ლორენ მოსმა.
ქორწილები, დაბადების დღეები და ბავშვების დაბადება, „ოქროს ნადავლია“ ბრიტანელი მარკენტოლოგებისთვის. პრინცესას დაბადებამ კი გაზარდა სუვენირების, შესაბამისი წარწერის მაისურების და სხვა ნივთების რაოდენობა დახლებზე.
“როცა გაჩნდა პრინცი ჯორჯი, ბრიტანეთის საცალო ვაჭრობის ცენტრმა დაითვალა, რომ ამან ბრიტანეთის ეკონომიკას 243 მლნ ფუნტი სტერლინგი მოუტანა. ვფიქრობ, რომ პრინცესას დაბადებითაც იგივე ციფრს უნდა ველოდოთ“, - განაცხადა BGC Partners-ის ეკონომისტმა მაიკლ ინგრემმა.
გაზეთი Daily Mirror-ის შეფასებით, პატარა შარლოტას დაბადებიდან 2 დღეში, ბრიტანეთის საცალო ვაჭრობამ 80 მლნ ფუნტი მიიღო, ხოლო სანამ პრინცესა 10 წლის გახდება, მისი კონტრიბუცია ბრიტანეთის ეკონომიკაში 1 მლრდ ფუნტამდე გაიზრდება. გოგონა ზრდას გააგრძელებს და ყოველ ჯერზე გამოვა ახალი საქონელი მის სახელობაზე.
მასალის გამოყენების პირობები