რუბრიკები
სამეგრელოს რწმუნებული დეკლარაციით ქონებას ან ბიზნესწილებს არ ფლობს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველო“-მ სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების ქონებრივი მდგომარეობა და ბიზნესწილები შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა, რომელსაც რადიო"ათინათი" უცველად გთავაზობთ. "რწმუნებული-გუბერნატორი საქართველოს ცხრა მხარეში ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. გუბერნატორი საქართველოს მთავრობის დავალებით კოორდინაციას უწევს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, მათ შორის რეგიო­ნუ­ლი პოლი­ტი­კის განხორციელებას და ადგილობრივი თვითმმართვე­ლო­ბის რე­ფორ­­მის ცალ­კეულ კომპონენტებს. ის ასევე ახორციელებს სოციალურ-ეკო­ნო­მი­კური გან­ვი­­თარების პროგრამებს და მონაწილეობს რეგიონული გან­ვი­თა­რების ღონის­ძი­ებებში.აღსანიშნავია, რომ ერთი გუბერნატორის თანამდებობა – გურიის მხარეში — ამ დრომდე ვაკანტურია. ლევან შონია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბენრატორად 2013 წლის დეკმბერში დაინიშნა. საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, იგი პროფესიით იურისტია, ასევე გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი 1981 წლიდან 2004 წლამდე უწყვეტად მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, 1995-2004 წლებში იყო გ. გულუას სახელობის პოლიციის სპეცდანიშნულების სამმართველოს უფროსი; გუბერნატორის პოსტის დაკავებამდე კი 2012-2013 წლებში მუშაობდა შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად. ლევან შონიას მიერ 2014 წლის 11 დეკემბერს შევსებული დეკლარაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ის და მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ რაიმე სახის ქონებას ან ბიზნესწილებს".-ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველო“-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.