"საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველო“-მ სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების ქონებრივი მდგომარეობა და ბიზნესწილები შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა, რომელსაც რადიო"ათინათი" უცველად გთავაზობთ.
"რწმუნებული-გუბერნატორი საქართველოს ცხრა მხარეში ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. გუბერნატორი საქართველოს მთავრობის დავალებით კოორდინაციას უწევს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, მათ შორის რეგიონული პოლიტიკის განხორციელებას და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეულ კომპონენტებს. ის ასევე ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს და მონაწილეობს რეგიონული განვითარების ღონისძიებებში.აღსანიშნავია, რომ ერთი გუბერნატორის თანამდებობა – გურიის მხარეში — ამ დრომდე ვაკანტურია.
ლევან შონია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბენრატორად 2013 წლის დეკმბერში დაინიშნა. საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, იგი პროფესიით იურისტია, ასევე გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი 1981 წლიდან 2004 წლამდე უწყვეტად მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, 1995-2004 წლებში იყო გ. გულუას სახელობის პოლიციის სპეცდანიშნულების სამმართველოს უფროსი; გუბერნატორის პოსტის დაკავებამდე კი 2012-2013 წლებში მუშაობდა შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად.
ლევან შონიას მიერ 2014 წლის 11 დეკემბერს შევსებული დეკლარაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ის და მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ რაიმე სახის ქონებას ან ბიზნესწილებს".-ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველო“-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები