ევროკავშირის დაბადების დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის ზუგდიდის ორგანიზაცია 7, 8 და 9 მაისს ევროპის დღეების აღნიშვნას გეგმავს.
ევროპის დღეების ფარგლებში ზუგდიდის არტ-გალერეაში 7, 8 და 9 მაისს გაიმართება ფოტოგამოფენა სახელწოდებით - „გაიცანით ევროკავშირის მონიტორები.“
9 მაისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის მონიტორები ორგანიზებას გაუწევენ ორ ღონისძიებას : კულტურულს (ვიქტორინა) და სპორტულს (ფრენბურთის ტურნირი). ორივე ღონისძიება გაიმართება 11 საათზე, ზუგდიდის აკ. წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის ეზოში. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს გოგა ფიფიას სამეჯლისო ცეკვისა და პავლე გერგედავას ქართული ცეკვის ჯგუფები, ასევე ახალგაზრდა ვოკალისტი შემსრულებლები ნინო მამფორიას ხელმძღვანელობით. ზუგდიდის ნორჩი ძიუდოისტები და სამბოისტები წარმოადგენენ სპორტულ სანახაობას.
ევროპის დღის აღნიშვნა გაგრძელდება 10 მაისამდე. ამ დღეს ზუგდიდის საველე ოფისის მონიტორები მსგავსი სპორტული და კულტურული ღონისძიებით ეწვევიან სოფ. შამგონის საჯარო სკოლას, სადაც შამგონის, ახალაბასთუმნის და ინგირის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმილ ღონისძიებებში.
მასალის გამოყენების პირობები