ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ 71 ვაკანტურ თანამდებობაზე
კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო კომისიის წევრისა და საკრებულოს აპარატის უფროსის ნატა პაპასკირის თქმით, განცხადებების მიღება დღეს დაიწყო და ის 15 მაისს დასრულდება.
„წინა კონკურსსზე 28 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა. ამას დაემატა ახალი კოდექსის მიღების შედეგად მიღებული ახალი სამუშაო ადგილები. ვაკანტური თანამდებობების ჩამონათვალი საჯარო სამსახურის
ბიუროში დღის ბოლომდე სრულად აიტვირთება“, - აღნიშნა ნატა პაპასკირმა.
კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. I ეტაპი საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა განცხადებების (აპლიკაციების) გადარჩევას მოიცავს, II ეტაპი ტესტირებას, ხოლო მესამე - გასაუბრებას.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმების მსურველთა ტესტირების პროცესი პირველად 5-8 დეკემბერს ჩატარდა. კონკურსის შედეგად მაშინ გამოცხადებული 187 ვაკანტური თანამდებობიდან 159 თანამშრომელი შეირჩა.
მასალის გამოყენების პირობები