შემადგენლობა:
5 კვერცხი (გუიც და ცილაც)
7 კვერცხის გული
240 გრ ( 3 ფილა) შავი შოკოლადი
220 გრ. კარაქი
შაქარი 105 გრ
ფქვილი 150 გრ
მომზადების წესი:
ჯამში ჩაყარეთ კუბიკებად დატეხილი შოკოლადი და დაამატეთ ასევე, წვრილად დაჭრილი კარაქი და შაქარი. ამის შემდეგ, ჯამი შედგით მიკროტალღურ ღუმელში და დაელოდეთ, სანამ შოკოლადი და კარაქი გადნება. 5 კვერცხი და 7 კვერცხის გული ათქვიფეთ (ცილები შეგიძლიათ, სხვა ნამცხვარში გამოიყენოთ ან, უბრალოდ, გადაღვაროთ).
ათქვეფილ კვერცხებს დაამატეთ შოკოლადიანი მასა და ფქვილი.
ამის შემდეგ ცომი კიდევ რამდენიმე წუთი თქვიფეთ და შემდეგ ცხიმწასმულ ფორმაში ჩადეთ.
ნამცხვარი ცხვება 8-10 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე.
მორთეთ ნაყინით, ლიმონით და ტოპინგებით.
გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები