რეჟისორ ანტუან ფუკუას ახალ ფილმში “შესანიშნავი შვიდეული” ჯეისონ მომოასაც ვიხილავთ. მსახიობი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს პროდუსერებთან. მომოას გარდა ფილმში ვინსენტ დ’ონოფრიო, ქრის პრატი, დენზელ ვაშინგტონი, ითან ჰოუკი, ლუკ გრაიმსი, ჰეილი ბენეტი და ვაგნერ მაურა ითამაშებენ.
“შესანიშნავი შვიდეული” ჯონ სტარჯესის ამავე სახელწოდების ფილმის რიმეიქი იქნება. ახალი ვესტერნის სცენარი “ნამდვილი დეტექტივების” სცენარისტმა ნიკ პიცოლატომ დაწერა.
ფილმში მოქმედება მეშახტეების ქალაქში განვითარდება, მთავარი უარყოფითი პერსონაჟის როლის შემსრულებლად სწორედ ჯეისონ მომოას მოიაზრებენ.
ფილმის პრემიერა 2017 წლის 13 იანვარსაა დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები