აქციის მონაწილეები დახმარებას საქართველოს მთავრობას სთხოვენ. გაფიცულები აცხადებენ, რომ პორტში მუშაობა პარალიზებულია, გაფიცულია 600-მდე ადამიანი. მუშაობენ მხოლოდ ნავსადგურის ფლოტის თანამშრომლები, რომლებზეც როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პორტის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს.
პორტის გაფიცული თანამშრომლები ხელფასის 14%-ით გაზრდას მოითხოვენ. პორტის ხელმძღვანელობა კი მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს, ეს განცხადება გუშინ კომპანიის მმართველმა სტინ დევიდსონმა გააკეთა. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები