რუბრიკები
ქართველის მიერ შექმნილმა "ჭკვიანმა სამაჯურმა" $1.1 მილიონის ინვესტიცია მოიპოვა
ქართველის მიერ შექმნილმა ,,ჭკვიანმა სამაჯურმა“ Indiegogo-ზე 1.1 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიპოვა GoBe ქართველი ბიზნესმენის, გიორგი მიქაბერიძის მიერ დაფუძნებული კომპანია HealBe-ის მიერ შექმნილი „ჭკვიანი სამაჯურია“, რომელიც კალორიების, წყლის ბალანსისა და ენერგიის დახარჯვის კონტროლში დაგემხარებათ. პროდუქტმა BBC-ის ექსპერიმენტი იანვარში წარმატებით გაიარა. ტექნოლოგიურად სამაჯური რევოლუციური არ არის. სენსორი, რომელიც მასშია გამოყენებული სხვა ფიტნეს მოწყობილობებშიც გვხვდება - მოწყობილობას უნარი აქვს დენის მეშვეობით სხეულის წინააღმდეგობის ეფექტი გაზომოს, რათა, მაგალითად, გულისცემის სიხშირე შეაფასოს. მაგრამ, რაც GoBe-ს სხვა მსგავსი მოწყობილობებისგან ნამდვილად გამოარჩევს, კალორიების დათვლის სისტეემაა. ,,საკვების მიღების შემდეგ ორგანიზმში ხვდება პროტეინები, ნახშირწყლები და ცილები. ნახშირწყლები გლუკოზად გარდაიქმნება და ხვდება უჯრედებში. შემდეგ უჯრედებიდან წყალი გამოიდევნება, რაც წყლის ბალანსის ცვლილებას იწვევს. ბიოლოგიური წინაღობის საზომი სენსორებით ვზომავთ წყლის ნაკადს, რის შედეგადაც შეგვიძლია გამოვთვალოთ გლუკოზის შემცველობა და ნახშირწყლები“, - განმარტავს მიქაბერიძე. მისივე თქმით, მაშ შემდეგ რაც მეორე და მესამე ელემენეტების - ცხიმის და პროტეინების შემცველობა დაითვლება, შესაძლებელია კალორიების კალკულაცია. ამ მეთოდს სამედიცინო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენელი სკეპტიკურად უყურებს. მათი აზრით უჯრედშიდა გლუკოზის კონცენტრაციის ზუსტი გაზომვა საეჭვოა. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ამ დროისთვის „ჭკვიანი სამაჯურის“ 12,000 ეგზემპლარია გამოშვებული, რომლის ნახევარი მის დამფინასებელ პლატფორმას Indiegogo-ს გადაეცა, ნახევარი კი გაყიდვაში გამოვიდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.