ხორცით მოვაჭრის დაჯარიმებას ხმაური მოჰყვა ზუგდიდის ბაზარში (ვიდეო)
18:25 / 07.05.2015
ხმაური იყო დღეს ზუგდიდის ბაზრის შპს „სუპერმარკეტის“ ადმინისტრაციაში. სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის ოფისის უფროსმა მარინე გულუამ ხორცით მოვაჭრე ელგუჯა ჭითანავა საქონლის თავის გაყიდვის გამო დააჯარიმა. გულუას სიტყვიერად ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც დაუპირისპირდნენ. ადგილზე სამართალდამცავებიც მივიდნენ.
„მოვიდა ეს ქალბატონი და დამაჯარიმა. არ მქონდა ინფორმაცია, რომ საქონლის თავის გაყიდვა არ შეიძლებოდა. მე რა დავაშავე 1000 ლარით, რომ დამაჯარიმეს?“ - თქვა ინდ. მეწარმე ელგუჯა ჭითანავამ.
მარინე გულუას განმარტებით, ახალი კოდექსის თანახმად, მოვაჭრეებს საქონლის თავის ზედა ნაწილის გაყიდვის უფლება საერთოდ არა აქვთ, ხოლო ქვედა ნაწილს შესაბამისი ნიშანდება უნდა ჰქონდეს.
„კოდექსის თანახმად, მე უფლება მაქვს დავაჯარიმო. თუ არ ეთანხმებიან ამას, შეუძლიათ გაასაჩივრონ. 1000 ლარით ასევე დავაჯარიმებთ იმ სასაკლაოს, საიდანაც ეს ხორცი გამოვიდა“, - უთხრა ჟურნალისტებს მარინე გულუამ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს სიტყვიერად ასევე დაუპირისპირდნენ ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მათ გულუა უსამართლობასა და არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულეს.
„თბილისში ოპოზიციის აქცია, რომ იყო იმის წინა დღეს შემოვიდნენ. ვთხოვე, რომ არ დაეჯარიმებინათ მეწარმეები. ვუთხარი, ამას რომ აკეთებთ ვერ გავიგე, მთავრობის ოპოზიცია ხართ თუ პოზიცია-მეთქი“, - ამბობს ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ნონი წყაროზია.
ზუგდიდის ცხოველთა სასაკლაოში აცხადებენ, რომ შესაბამისი ბრძანებულება, რომლის მიხედვით, საქონლის თავის გაყიდვა გაყოფის გარეშე არ შეიძლებოდა, ერთი კვირის წინ მიიღეს და აქედან გამომდინარე ტექნიკური საკითხების მოგვარება ვერ მოასწრეს.
„საქონლის თავის გაყოფას შესაბამისი მოწყობილობა სჭირდება. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ გაფრთხილება ან გონივრული ჯარიმა მაინც უნდა ყოფილიყო. 1000 ლარი ძალიან ბევრია.. მითხრეს სასაკლაოც დაჯარიმდაო. ისე გამოდის, რომ მე სამსახური უნდა დავტოვო და ჯარიმებიც უნდა გადავიხადო“, - ამბობს ზუგდიდის ცხოველთა სასაკლაოს ვეტ-ექიმი თენგო კუკავა.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, ბიზნეს ოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება ან ვალდებულების შეუსრულებლობა ბაზარზე უკვე განთავსებული ან მომხმარებლისთვის მავნე სურსათის/ცხოველის საკვების მიწოდება, იწვევს ბიზნეს ოპერატორის დაჯარიმებას -1000 ლარის ოდენობით.
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები