ინგრედიენტები:
მარწყვი 3/4 ჭიქა (სასურველია გაყინული)
ბანანი 1 ცალი (გაყინული)
რძე 1.5 ჭიქა
ისპანახის ფოთლები 2-3 მუჭა
კიტრი 1/2 ან 1 ცალი, ზომის მიხედვით
მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი ბლენდერში მოათავსეთ და ათქვიფეთ სანამ ერთგვაროვანი არ გახდება. ჩამოასხით ჭიქებში და დალიეთ მაშინვე. შეგიძლიათ ყინულიც დაამატოთ.
რჩევა: თუ სმუზის ხშირად მიირთმევთ, შეგიძლიათ ხილი წინასწარ გაამზადოთ, შეურიოთ ერთმანეთს სასურველი კომბინაციები და პაკეტებით გაყინოთ. შემდეგ მხოლოდ რძეს დაამატებთ და ათქვეფთ.
რძის ნაცვლად შეიძლება კეფირიც.
მასალის გამოყენების პირობები