ჯენიფერ ლოურენსს ფანტასტიკური ჟანრის ფილმში “მგზავრი” მონაწილეობის მიღება შესთავაზეს. მსახიობის ჰონორარი 20 მილიონი დოლარი იქნება. იუწყება გამოცემა The Hollywood Reporter.
ფილმის საერთო ბიუჯეტი ჯერჯერობით სულ 40 მილიონ დოლარზე ნაკლებია. ამ თანხიდან 10 მილიონ დოლარს ფილმის მეორე მთავარი როლის შემსრულებელი ქრის პრეტი მიიღებს, აგრეთვე Sony Pictures გადაიხდის 4 მილიონ დოლარს ფილმის გადაღებების დაწყებამდე პროექტის მხარდასაჭერი კამპანიისთვის.
ფილმი შეაფასეს, როგორც ძალიან სარისკო პროექტი. შეგახსენებთ რომ კინოსტუდიები Weinstein Company და Focus Features ჯერ კიდევ 2010 წელს აპირებდნენ მასზე მუშაობის დაწყებას და მთავარ როლებზე კიანუ რივზსა და რეიჩელ მაკადამსს მოიაზრებდნენ. თუმცა 2014 წელს ფილმის გადაღების უფლებები Sony Pictures- მა გადაიბარა რასაც სამსახიობო გუნდის ცვლილებაც მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები