8-დან 19 მაისის ჩათვლის ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში უცხოელი მაყურებელი 14 ქართულ სრულმეტრაჟიან და 4 დოკუმენტურ ფილმს იხილავს. ღონისძიება სახელწოდებით "აღმოაჩინე საქართველო" ქართული კინოს მასშტაბურ რეტროსპექტივას წარმოადგენს.
ჩვენება 8 მაისს, თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხით" გაიხსნება, საჩვენებელი ფილმების სია კი ასე გამოიყურება:
"ნატვრის ხე", "ნეტავ იქ თეატრი არის?!", "მოლბა", "ელისო", "ფიროსმანი", "მონანიება", "სუსა", "ჩემი ბებია", "გზა შინისაკენ", ჯიმ შვანთე", გიორგობისთვე", "26 კომისარი", "თეთრი ქარავანი" და "მანქანა რომელიც ყველაფერს გააქრობს".
მასალის გამოყენების პირობები