რუბრიკები
ანაკლიაში ბიზნეს ფორუმი ჩატარდება
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, მთავრობამ თხილის განვითარების სახელმწიფო პროგრამა შეიმუშავა.  როგორც ცნობილი გახდა, მიმდინარე წლის 15 მაისს აღნიშნულის ფარგლებში, ანაკლიაში ბიზნეს ფორუმის ჩატარებაც იგეგმება. “თხილმა გასულ წელს ღვინის ექსპორტს გაასწრო, რამაც ჩვენ სერიოზულად დაგვაფიქრა და უკვე შევიმუშავეთ თხილის განვითარების სახელმწიფო პროგრამა. ჩვენ გვექნება  ბიზნეს ფორუმი ანაკლიაში 15 მაისს, რაც 2-3 წლის მანძილზე გაორმაგების საშუალებას მოგვცემს. გვაქვს ამბიცია გავხდეთ მეორე თხილის ექსპორტიორი 5 წლის მანძილზე. 183 მილიონის არის თხილის ექსპორტიდან შემოსული და 180 იყო ღვინო. ამიტომ ეს გახლავთ პრიორიტეტული მიმართულებები”, – განაცხადა ოთარ დანელიამ. 15 მაისს ანაკლიაში, სასტუმრო „პალმ ბიჩის“ საკონფერენციო დარბაზში თხილის დარგის მესვეურთა ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომელიც 13 საათზე დაიწყება. ფორუმი წარმოადგენს საკოორდინაციო პლატფორმას საქართველოში თხილის დარგის და ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის. ფორუმში მონაწილეობას თხილის ბიზნესში ჩართული ადგილობრივი და უცხოელი მეწარმეები, სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ. აღნიშნული ფორუმი ევროპის სამეზობლო პროგრამის (EBARD) ფარგლებში ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამ“-ის ორგანიზებითა და ევროკავშირის დაფინანსებით ტარდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.