დღეს, დილით ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის შპს"ალიანსის" მოვაჭრეებმა სალარო აპარატის დადგმის შესახებ გაფრთხილების ფურცელი მიიღეს. მოვაჭრეები ამ ფაქტს დილიდან აპროტესტებენ. ამ წუთებში ისინი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან იკრიბებიან და მერაბ ქვარაიასთან შეხვედრას ითხოვენ. ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია საზღვარგარეთ იმყოფება და მოვაჭრეებს საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა შეხვდა. აპარატის უფროსი მათ საგადასახადოს წარმომადგენლებთან ვითარებაში გარკვევას შეჰპირდა. მოვაჭრეების განმარტებით, იმ შემთხვევაში,თუ მოვაჭრეები საკასო აპარატს არ დადგამენ,ისინი დაჯარიმდებიან.
მასალის გამოყენების პირობები