ჰოლივუდის მსახიობები ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ახალ ორლეანში სახლს ყიდიან. როგორც TMZ-ი იუწყება, სახლის ღირებულება 6,5 მლნ დოლარს შეადგენს.
სახლი, რომელიც ქალაქის ფრანგულ კვარტალში მდებარეობს, ხუთი ოთახისგან შედგება. გამოცემის მონაცემებით, შენობის ზოგიერთი ელემენტი თავად ბრედ პიტის მიერაა გაფორმებული. როგორც ცნობილია, მსახიობი არქიტექტურითაა გატაცებული.
წყვილი პოტენციურ მყიდველებს სახლის ინტერიერისთვის ფოტოების გადაღებას უკრძალვს.
ჯოლიმ და პიტმა სახლი 2005 წელს 3,5 მლნ დოლარად შეიძინეს. ისინი ახალ ორლეანში იმისთვის გადავიდნენ, რომ დამანგრეველი ქარიშხალ „კატრინას“ გამო დაზარალებულ ადგილობრივ მცხოვრებლებს დახმარებოდნენ. ქარიშხალი ქალაქს თავს 2005 წლის აგვისტოში დაატყდა.
მასალის გამოყენების პირობები