,,ალიანსის" მოვაჭრეებს გიორგი თოდუა შეხვდა (ვიდეო)
14:55 / 08.05.2015
ზუგდიდის იუსტიციის სახლის შენობასთან, რომელშიც ამჟამად ზუგდიდის საკრებულოა განთავსებული , სავაჭრო ქსელის "ალიანსი" მოვაჭრეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა შეხვდა.
მოვაჭრეები აცხადებენ, რომ შემოსავლების სამსახური მა აფრთხილებს, რომ თუ ისინი სალარო აპარატებს არ დადგამენ, მათ ჯარიმა დაეკისრებათ. გიორგი თოდუა აქციის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ ორშაბათს შეხვდება, როგორც შპს "ალიანსის" წარმომადგენლობას, ასევე - საშემოსავლო სამსახურის თანამშრომლებს და ვითარებაში თავად გაერკვევა.
აქციაში მონაწილე ქალბატონები დადებითი პასუხის მოლოდინში ორშაბათამდე დაიშალნენ.
ამავე თემაზე: შპს ,,ალიანსის" მოვაჭრეები აქციას მართავენ
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები