ანა წითლიძემ მედიას მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგები გააცნო (ვიდეო )
18:35 / 08.05.2015
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძემ მედიას მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგები გააცნო. მისი თქმით, ის ბოლო 10 დღის განმავლობაში ზუგდიდის სხვადასხვა ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. წითლიძემ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, კანალიზაციის, გზის, წყალარინებისა და წყალომამარაგების საკითხებზე. დეპუტატის თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებით რთული სიტუაციაა ერევნის, საირმის, ბაკურიანის, კლდიაშვილის ქუჩებზე და ასვე გამსახურდიას პირველ, წერეთლის მეოთხე და სიჭინავას პირველ შესახვევებში.
„ზუგდიდში სანიაღვრე არხებისა და გზების მოწესრიგება 2012 წელს უნდა დაწყებულიყო. სამწუხაროდ, ეს პროექტი შეჩერებულია და როგორც ახლა გვეუბნებიან, სხვადასხვა ვადებში დაიწყება სამუშაოები. ჩვენთვის გაუგებარია რეალურად როდის დაიწყება ეს“, - თქვა ანა წითლიძემ.
დეპუტატის კითხვებს მერიის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა ჯიმშერ შეროზიამ უპასუხა. მისი განმარტებით, ზუგდიდში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და ის 2017 წლის ბოლოს დასრულდება. მისივე თქმით, ზემოაღნიშნული პროექტს აზიის განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 200 მილიონ ლარს აღწევს. შეროზიას ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტზე - წყალმომარაგების მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა, კანალიზაციის სისტემის მოწყობაზე - მიმდინარე თვეს გამოცხადდება.
„რაც შეეხება მოუწესრიგებელ გზებს, უკვე უამრავი ქუჩა მოწესრიგდა, ეს პროცესი გაგრძელდება. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ გზების სრული რეაბილიტაცია ან ასფალტის დაგება ზემოაღნიშნული პროექტებიდან გამომდინარე არ იგეგმება. ასევე მინდა გითხრათ, რომ დაგეგმილია 400 ათას ლარზე მეტი ღირებულების სანიაღვრე არხების მოწყობა. მათ შორის ბაკურიანისა დ საირმეს ქუჩებზე“, -თქვა ჯიმშერ შეროზიამ.
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები