ინგრედიენტები:
საფუარი 1 ჩ.კ
შაქარი 1/2 ჩ.კ
მარილი 1 ჩ.კ
ზეთი 1 ს.კ
თბილი წყალი 250 მლ
ფქვილი 450-500 გ
მომზადების წესი:
საფუარი თბილ წყალში გავხსნათ. დავამატოთ მარილი, პილპილი, ზეთი, კარგად ავურიოთ და ჩავაყაროთ ფქვილი. მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ელასტიური ცომი. დავდოთ სითბოში ასაფუებლად.
აფუებული ზომი პატარა გუნდებად დავყოთ. ფქვილმოყრილ დაფაზე გავაბრტყელოთ 3-4 მმ-ის სისქეზე და დავტოვოთ 40 წუთი. ზემოდან გადავაფაროთ პირსახოცი.
ამ დროის გასვლის შემდეგ, გამოვაცხოთ კარგად გახურებულ ღუმელში ან ტაფაზე. ცომი რომ გაიბერება, გადმოვაბრუნოთ მეორე მხარეს.
მზა პიტას გულში სიცარიელე აქვს, შეგვიძლია ჩავუდოთ ნებისმიერი სალათა, ბოსტნეული, ხორცი და სენდვიჩიც მზადაა. გამოდგება სამსახურში ან პიკნიკებზე გასაყოლებლად.
მასალის გამოყენების პირობები