მსოფლიო ოპერაციული სისტემის Windows-ის მწარმოებელი კომპანია "მაიკროსოფტის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ჯერი ნიქსონმა განაცხადა, რომ Windows 10 იქნება Windows-ის ბოლო ვერსია. თუმცა, მისივე თქმით, კომპანია გააგრძელებს სისტემის დახვეწას. სახელი, რომელსაც ოპერაციული სისტემის უფრო განვითარებულ ვერსიას დაარქმევენ, ჯერ უცნობია. "ეს არ ნიშნავს იმას, რომ Windows-ი ერთ ადგილას გაიყინა და აღარასდროს განვითარდება. საერთო ჯამში ეს არის დადებითი ნაბიჯი, თუმცა, მას თან ახლავს რისკებიც. "მაიკროსოფტს" აქტიურად მოუწევს მუშაობა იმისათვის, რომ შექმნას განახლებული ვერსიები და მომხმარებელს შესთავაზოს სიახლეები", - აღნიშნა ექსპერტმა სტივ კლეინჰანსმა, რომელიც "მაიკროსოფტის" საქმიანობას აკვირდება.
"მაიკროსოფტმა" Windows 10-მდე Windows 8, Windows 7, Windows 2003, Windows 2000, Windows XP, Windows 98, Windows 95 და სხვა ვერსიები გამოუშვა.
მასალის გამოყენების პირობები