რუბრიკები
ზუგდიდში ევროკავშირის დღეს აღნიშნავენ (ვიდეო)
ზუგდიდში ევროპის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები აკ. წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლის ეზოში დილიდან დაიწყო. ზუგდიდის საველე ოფისის ხელმძღვანელმა ვონ ჰორნიმ განაცხადა, რომ ევროპა შუმანის დეკლარაციის 65-ე წლისთავს აღნიშნავს.  მისი  თქმით, ამ დღის აღსანიშნავი ღონისძიებები დილიდან დაიწყო და 14 სთ-ზე ვიქტორინით გაგრძელდება. ღონისძიებაში მოცეკვავეთა და მომღერალთა ჯგუფები ღებულობენ მონაწილეობას. მოგვიანებით კი ტურნირში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება. ევროპის დღის აღნიშვნა 10 მაისამდე გაგრძელდება. ამ დღეს ზუგდიდის საველე ოფისის მონიტორები მსგავსი სპორტული და კულტურული ღონისძიებით ეწვევიან სოფ. შამგონის საჯარო სკოლას, სადაც შამგონის, ახალაბასთუმნის და ინგირის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმილ ღონისძიებებში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.