ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობამ და ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) პარტნიორმა ორგანიზაციებმა ზუგდიდში ევროპის დღე აღნიშნეს. ზუგდიდის იუსტიციის სახლის სკვერში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების გამოფენა მოეწყო. ასევე გაიმართა პერფომანსი და საზეიმო როკ-კონცერტი, რომლის ორგანიზება ასოციაცია „ათინათმა“ უზრუნველყო.
ღონისძიების ფარგლებში ევროკავშირის ელჩის მოადგილე ბორის იაროშევიჩი ქალაქის მერს ირაკლი გოგოხიას შეხვდა და რეგიონის გამოწვევებსა და ერთობლივ გეგმებზე ესაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი სოფლის მეურნეობის საკითხებზე გაკეთდა, ასევე ელჩის მოადგილემ და ქალაქის მერმა ერთობლივად მიმართეს ზუგდიდის მოსახლეობას და ევროპის დღე მიულოცეს .
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ოქსფამი და მისი პარტნიორი ორგანიზაციები სწორედ სამეგრელოში ახორციელებენ სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ პროექტს, რომელიც ENPARD-ის პროგრამის ნაწილია.
ევროპის დღის აღსანიშნავად ევრომარათონი გაიმართა, რომელიც სოფელ რუხში დაიწყო და ენგურის ხიდთან დასრულდა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები