ზაზა ურუშაძის ფილმს მსოფლიო აღიარების შემდეგ კიდევ ერთი წარმატება ეწვია.
ამერიკის კინოთეატრების შემდეგ, "მანდარინებმა" ევროპის კინოთეატრებში გადაინაცვლა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, გურიაში გადაღებული ფილმი ესპანური კინოგაქირავების ლიდერი გახდა, რაც ნიშნავს, რომ ქართულ-ესტონურ ნამუშევარს ესპანეთში ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს.
"მანდარინები" რეჟისორ ზაზა ურუშაძის მიერ დაწერილი და 2013 წელს გადაღებული მხატვრული ფილმია, რომელშიც მთავარ როლებს მიხეილ მესხი, გიორგი ნაკაშიძე, ლემბიტ ულფსაკი და ელმო ნიუგანენი ასრულებენ. ფილმი ნომინირებული იყო ოსკარის და ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე.
მასალის გამოყენების პირობები