რუბრიკები
დემი მურს 200 ათასი დოლარის ღირებულების ტანსაცმელი მოპარეს
ჰოლივუდის მსახიობს დემი მურს 200 ათასი დოლარის ღირებულების ტანსაცმელი მოპარეს. პორტალ TMZ-ის ინფორმაციით, ნივთები ჰოლივუდის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებულ საწყობში ინახებოდა. დანაკარგი რამდენიმე დღის წინ მსახიობის ერთ-ერთმა თანმაშრომელმა აღმოაჩინა, ამ დროისათვის სამართალდამცავები მომხდარ ფატქს იძიებენ. ტანსაცმელი ძალიან ძვირფასი იყო. პოლიციელთა თქმით, მურის თანამშრომლები ჯერ კიდევ ადგენენ მოპარული ნივთების სიას და შესაძლოა ზარალის ოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, მსახიობთან დაახლოებული პირის წყარომ განაცხადა, რომ მძარცველების პოვნას ართულებს ის ფაქტი, რომ მურის თანამშრომლები საწყობში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არ ყოფილან. შესაძლოა ძარცვა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს მომხდარიყო, ვიდეოჩანაწერები კი ასე დიდხანს არ ინახება. ცნობილ ადამიანებს შორის, რომლებსაც რეგულარულად ძარცვავენ, არის პერის ჰილტონიც. 2013 წელს მისი სახლი მეშვიდედ გაქურდეს. გოგონები მსახიობის საძინებელში შეიპარნენ და სხვადასხვა სახის ნივთები წაიღეს. პერის ჰილტონის სახლისა და სხვა ცნობილი ადამიანების ძარცვა, მათ შორის ლინდსი ლოჰანისა და მეგანი ფოქსის, საფუძვლად დაედო სოფია კოპოლას ფილმის „ელიტური საზოგადოების“ სიუჟეტს. ჰილტონმა სურათში ეპიზოდური როლი შეასრულა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.