რუბრიკები
მესტიის რაიონში ნენსკრა ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრას მოსახლეობა ნენსკრა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, ისინი პროექტის განხორციელებას არ დაუშვებენ და მშენებლობის დაწყების შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს გამართავენ. მათივე თქმით, ტერიტორია მეწყერ საშიშია, რის გამოც სოფელში ჰესის მშენებლობამ შესაძლოა სავალალო შედეგები მოიტანოს და დასახლება დატბოროს.
ენერგეტიკის მინისტრის მტკიცებით, ჰესის მშენებლობა ადგილობრივ მცხოვრებლებს პრობლემებს არ შეუქმნის.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები