რუბრიკები
ქათმის ფილე ბეკონით, ყველით და სალათის გარნირით
მასალა ერთი პერსონისთვის: ქათმის ფილე - 200 (2 ცალი) ყველი (უმჯობესია ევროპული) – 50 გრ ბეკონი - 50 გრ (2 ნაჭერი) ტოსტის პური - 2 ნაჭერი პომიდორი - 100 გრ სალათის ფოთოლი - 100 გრ ცოტა ზეთი, სოიოს სოუსი, მშრალი ნიორი, თეთრი პილპილი, ცოტა მწვანე ხახვი, ტარხუნა და მარილი - გემოვნებით. მარინადისთვის: ზეითუნის ზეთი, დაფქული თეთრი წიწაკა, ნიორი, ორეგანო (თავშავა) - თვალის ზომით და გემოვნებით. მომზადების წესი: ქათმის ფილეებს ვჭრით შუაში, ისე რომ ჯიბესავით გამოგვივიდეს. ყველს ვჭრით იმ ზომის ნაჭრებად, რომ ფილეს ჯიბეში ჩაეტიოს. ბეკონის თხელ ნაჭრებში ვახვევთ ყველს, შემდეგ ორივე ქათმის ფილეში ვყრით მარილს, ცოტა წიწაკას, დაფქვილ ნიორს და შიგნით ვათავსებთ ყველიან ბეკონებს. ტაფას მაღალ ცეცხლზე კარგად ვაცხელებთ, ვასხამთ ცოტა ზეთს, ფილეებს ორივე მხრიდან გემოვნებით ვაყრით ცოტა მარილს, წიწაკას და ვდებთ ტაფაზე. ერთი წუთის შემდეგ ვაბრუნებთ ფილეს და ზემოდან ვუსვამთ მარინადს. ასევე ვიქცევით ფილეს მეორედ გადატრიალების დროსაც. ამის შემდგომ დაბალ ცეცხლზე პერიოდულად ვაბრუნებთ ფილეებს, სანამ კარგად არ შეიწვება, რასაც, დაახლოებით, 10 წუთი დასჭირდება. ფილეებს შეწვამდე ორიოდე წუთით ადრე გვერდით ვულაგებთ ტოსტის პურებს, რომლებიც წინასწარ სამკუთხედებად გვაქვს დაჭრილი და ერთად ვწვავთ. გარნირისთვის ვაკეთებთ მარტივ სალათას: პომიდორს ვჭრით კუბიკებად, ტარხუნას და მწვანე ხახვს - წვრილად, სალათის ფოთლებს კი - ჩვეულებრივად, ყველაფერს ვათავსებთ თასში, ვასხამთ სოიოს სოუსს, ცოტა ზეთს, მარილს. თუ მოგვრჩა ყველი, მასაც წვრილად ვჭრით და ვამატებთ სალათში. შემწვარ ქათმის ფილეს გვერდით ვუწყობთ ტოსტის შემწვარ პურებს, სალათს და კერძიც მზადაა. შენიშვნა: კერძის მომზადებას დაახლოებით, 25 წუთი დასჭირდება. სასურველია, გრილის ტაფაზე მოამზადოთ. ამ კერძის მომზადება, დაახლოებით, 6.30 ლარი დაგიჯდებათ. გემრიელად მიირთვით!..
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.