რუბრიკები
სამოგზაუროდ ყველაზე ძვირი ქვეყანა შვეიცარიაა
მსოფლიოს ეკონომიკის ფორუმმა, გამოაქვეყნა რეიტინგი, რომელშიც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული 141 ქვეყანაა მოცემული. შეფასება, სასტუმროს, თვითმფრინავის ბილეთის, გაზისა და მსგავსი ძირითადი კრიტერიუმების საშუალო ფასის ანგარიშით მოხდა. Business Insider-ი რეიტინგის პირველ 21 ქვეყანას გვთავაზობს – ბოლო, 21-ე ადგილზე ფინეთი გავიდა, ხოლო მე-20-ე ადგილას ირლანდიაა. მე-19-ე ადგილას სიცილიაა, რომელიც ინდოეთის ოკანეში, მადაგასკარსა და სომალს შორის მდებარეობს. მე-18-ე ადგილს კანადა იკავებს, სადაც გაფრენა ძალიან ძვირი ღირს. მე-16-ე ადგილს გერმანია იკავებს, ხოლო მე-15-ეს – ჰონგ კონგი. მე-14-ე ადგილასაა ისლანდია, სადაც ერთი გალონი გაზი საშუალოდ 7.52 დოლარი ღირს. მე-10-ე ადგილი ავსტრიამ დაიკავა, სადაც სასტუმრო პირობები იმდენად კარგია, რომ საშუალოდ, ერთი ღამე, აღნიშნულ ქვეყანაში, 125.50 დოლარი ჯდება. ავსტრიაზე ძვირი ქვეყნები იტალია და შვედეთია, რომლებიც, რეიტინგში, მე-9-ე და მე-8-ე ადგილებზე არიან. მე-7-ე ადგილს დანია იკავებს, სადაც, სასტუმროში ერთი ღამის გატარება, საშუალოდ 150.20 დოლარი ჯდება. ისრაელსა და ნორვეგიას მე-6-ე და მე-5-ე ადგილები უჭირავთ. ისრაელში თითო გალონი გაზი, საშუალოდ 7.59 დოლარი ჯდება. ნორვეგიაში გადაფრენა ძვირი არ ჯდება, თუმცა, იქაურ სასტუმროში ერთი ღამით გაჩერება, საშუალოდ 151.70 დოლარს შეადგენს. მე-4-ე ადგილზე ავსტრალიაა, და რა თქმა უნდა, ის, რაც ამ ქვეყანას ასე ძვირადღირებულს ხდის – თვითმფრინავის ბილეთის ფასია, რადგან ავსტრალია, ფაქტობრივად, იზოლირებულ ტერიტორიაზეა. მე-3-ე ადგილს საფრანგეთი იკავებს, სადაც სასტუმროში ღამის გატარება ძვირი ჯდება – 219.90 დოლარი საშუალოდ, ხოლო ერთი გალონი გაზის საშუალო ფასი 7.21 დოლარს შეადგენს. რეიტინგის მეორე ადგილს დიდი ბრიტანეთი იკავებს. Business Insider-ი გვირჩევს, რომ ბრიტანეთში თვითმფრინავით არ ჩავფრინდეთ, რადგან მსოფლიოს მასშტაბით, ბრიტანეტში ჩაფრენა, ყველაზე ძვირი ღირს. რეიტინგის პირველი ადგილი შვეიცარიამ დაიკავა, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ფრენა ძალიან ძვირი არ ღირს, სასტუმროში გაჩერებაა ძვირი და ერთი ღამე საშუალოდ, 241.60 დოლარი ჯდება. აღნიშნული ქვეყნის გაზის ფასს რაც შეეხება, ერთი გალონი გაზი, საშუალოდ 7.10 დოლარი ღირს. მიუხედავად იმსია, რომ შვეიცარიაში ცხოვრება ყველაზე ძვირია, აღნიშნული ქვეყანა, მსოფლიოში, მაინც ერთ-ერთი მოწინავე ტურისტული არეალია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.