მსოფლიოს ეკონომიკის ფორუმმა, გამოაქვეყნა რეიტინგი, რომელშიც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული 141 ქვეყანაა მოცემული. შეფასება, სასტუმროს, თვითმფრინავის ბილეთის, გაზისა და მსგავსი ძირითადი კრიტერიუმების საშუალო ფასის ანგარიშით მოხდა.
Business Insider-ი რეიტინგის პირველ 21 ქვეყანას გვთავაზობს –
ბოლო, 21-ე ადგილზე ფინეთი გავიდა, ხოლო მე-20-ე ადგილას ირლანდიაა. მე-19-ე ადგილას სიცილიაა, რომელიც ინდოეთის ოკანეში, მადაგასკარსა და სომალს შორის მდებარეობს. მე-18-ე ადგილს კანადა იკავებს, სადაც გაფრენა ძალიან ძვირი ღირს.
მე-16-ე ადგილს გერმანია იკავებს, ხოლო მე-15-ეს – ჰონგ კონგი. მე-14-ე ადგილასაა ისლანდია, სადაც ერთი გალონი გაზი საშუალოდ 7.52 დოლარი ღირს. მე-10-ე ადგილი ავსტრიამ დაიკავა, სადაც სასტუმრო პირობები იმდენად კარგია, რომ საშუალოდ, ერთი ღამე, აღნიშნულ ქვეყანაში, 125.50 დოლარი ჯდება.
ავსტრიაზე ძვირი ქვეყნები იტალია და შვედეთია, რომლებიც, რეიტინგში, მე-9-ე და მე-8-ე ადგილებზე არიან. მე-7-ე ადგილს დანია იკავებს, სადაც, სასტუმროში ერთი ღამის გატარება, საშუალოდ 150.20 დოლარი ჯდება. ისრაელსა და ნორვეგიას მე-6-ე და მე-5-ე ადგილები უჭირავთ. ისრაელში თითო გალონი გაზი, საშუალოდ 7.59 დოლარი ჯდება. ნორვეგიაში გადაფრენა ძვირი არ ჯდება, თუმცა, იქაურ სასტუმროში ერთი ღამით გაჩერება, საშუალოდ 151.70 დოლარს შეადგენს.
მე-4-ე ადგილზე ავსტრალიაა, და რა თქმა უნდა, ის, რაც ამ ქვეყანას ასე ძვირადღირებულს ხდის – თვითმფრინავის ბილეთის ფასია, რადგან ავსტრალია, ფაქტობრივად, იზოლირებულ ტერიტორიაზეა.
მე-3-ე ადგილს საფრანგეთი იკავებს, სადაც სასტუმროში ღამის გატარება ძვირი ჯდება – 219.90 დოლარი საშუალოდ, ხოლო ერთი გალონი გაზის საშუალო ფასი 7.21 დოლარს შეადგენს.
რეიტინგის მეორე ადგილს დიდი ბრიტანეთი იკავებს.
Business Insider-ი გვირჩევს, რომ ბრიტანეთში თვითმფრინავით არ ჩავფრინდეთ, რადგან მსოფლიოს მასშტაბით, ბრიტანეტში ჩაფრენა, ყველაზე ძვირი ღირს.
რეიტინგის პირველი ადგილი შვეიცარიამ დაიკავა, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ფრენა ძალიან ძვირი არ ღირს, სასტუმროში გაჩერებაა ძვირი და ერთი ღამე საშუალოდ, 241.60 დოლარი ჯდება. აღნიშნული ქვეყნის გაზის ფასს რაც შეეხება, ერთი გალონი გაზი, საშუალოდ 7.10 დოლარი ღირს. მიუხედავად იმსია, რომ შვეიცარიაში ცხოვრება ყველაზე ძვირია, აღნიშნული ქვეყანა, მსოფლიოში, მაინც ერთ-ერთი მოწინავე ტურისტული არეალია.
მასალის გამოყენების პირობები