სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა პროდუქტიული სამუშაო საათების შესახებ კვლევა გამოაქვეყნეს, თუ როგორ ატარებენ უქმეებს წარმატებული ადამიანები.
კვლევის მიხედვით, პროდუქტიული სამუშაო საათები მკვეთრად კლებულს თუ ის კვირაში 50 საათს აღემატება. კვირაში 55 სამუშაო საათის შემდეგ კი კვლევის მიხედვით, მუშაობა აზრს კარგავს, რადგან ადამიანის პროდუქტიულობა თითქმის 0-ს უტოლდება. “ადამიანები, რომლებიც კვირაში 75 და მეტ საათს მუშაობენ, თითქმის იმდენივეს ასწრებენ, რამდენსაც ისინი, ვისი სამუშაო საათებიც 50-ს არ სცდება”, – ნათქვამია ჟურნალ ფორბსის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
გამოცემა 5 ხერხს ასახელებს იმისათვის, რომ ორშაბათ დილით საქმეს 110 პროცენტიანი პროდუქტიულობით შეუდგეთ.
წარმატებული ადამიანები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს იღვიძებენ.
გახადეთ დილა საკუთარი თავისთვის განსაზღვრულ დროდ.
გამოეთიშეთ ელექტროობას. ფორბსი მკითხველს პარასკევ საღამოს ყველა მოწყობილობის გამორთვას ურჩევს.
ვარჯიში – დღეში 10 წუთიანი აქტივობა დაგროვილ სტრესს მინიმუმამდე ამცირებს.
კვირის გეგმის შედგენა.
მასალის გამოყენების პირობები