სხვადასხვა დროს საკუთარ თავს მუსიკით "ვმკურნალობთ". ხშირად ვირჩევთ მელოდიას, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს განწყობას შეესაბამება, ხანდახან მის ამაღლებაზე მოქმედებს. ბოსტონში არსებულმა კომპანიამ დაიწყო კვლევა მუსიკის ეფექტურობის და გავლენის ხარისხის შესახებ.
"ჩვენ გვინდა გამოვარკვიოთ, არის თუ არა მუსიკის ადგილი მედიცინაში." - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ალექსის კოპაიკისი
The Atlantic-თან ინტერვიუში.
პროექტში ჩართულია თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელთა დახმარებითაც მეცნიერები იკვლევენ, თუ როგორ აისახება კონკრეტული მუსიკალური ნაწარმოები ჩვენს მდგომარეობაზე.
"არსებობს ძალიან ბევრი კვლევა, რომელიც მუსიკის პოტენციალს და ძლიერ ეფექტს სხვა არტ-თერაპიებისგან გამოარჩევს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ჩვენი შეფასებებით კი, ის ზემოქმედება რაც მუსიკას ადამიანის სხეულზე აქვს, დამოკიდებულია მუსიკის ხანგრძლივობაზე და სხეულის წინა მდგომარეობაზე." - ამბობს კეტკი კარანამი, The Sync Project-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეცნიერული ინოვაციების ხელმძღვანელი.
Pandora,
Spotify და სხვა მუსიკალური საიტები ცდილობენ წინასწარ გამოიცნონ რისი მოსმენა სურთ მათ მომხმარებლებს, ამაში კი ეხმარებათ მათი მუსიკალური გემოვნება და რა არის პოპულარული მათ გარშემო. საიტების მომხმარებლები აკეთებენ ფლეილისტებს კონკრეტული მოქმედების წინ - მათ გამოყოფილი აქვთ ვარჯიშის პარალელურად მოსასმენი სიმღერების ფლეილისტი, ძილის წინ მოსასმენი მუსიკა და ა.შ.
მასალის გამოყენების პირობები