მრავალი ქვეყანა დედის დღეს მაისის მეორე კვირა დღეს აღნიშნავს, მათ შორისაა ამერიკა. წელს დედის დღე 10 მაისს დაემთხვა. ამ დღის აღსანიშნავად შვილები მშობელს ბარათებს, სუვენირებს, შოკოლადებს და ყვავილებს ჩუქნიან, მაგრამ ეშტონ კაჩერის სიურპრიზი უფრო მეტი იყო, ვირე უბრალოდ დედის დღის საჩუქარი.
ეშტონმა დედა თავის და მილა კუნისის სახლში მიიწვია. ახალგაზრდებმა თავიანთი ახალდაბადებული ბავშვის გამო დედას მათთან რამდენიმე დღით დარჩენა და დახმარება სთხოვეს, ამ პერიოდში კი ეშტონმა თავისი ბავშვობის სახლის ერთი სართული მთლიანად განაახლა.
"მე ამ გზით მინდოდა მისთვის მადლობა გადამეხადა, დედამ ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გავლენა მოახდინა." - ამბობს ეშტონი ვიდეო რეპორტაჟში.
ამერიკელი მსახიობის თქმით, ის 13 წლის იყო, როდესაც მამინაცვალთან ერთად ეს სახლი ააშენა და მისი მშობლები დღემდე იქ ცხოვრობენ.
"თუკი ჩემი გარემონტებული სივრცე დედასთვის განსაკუთრებული გახდება და ეს მის ცხოვრებას გაალამაზებს, ეს ჩემთვის ნამდვილი ჯილდო იქნება."- ამბობს ეშტონი.
მასალის გამოყენების პირობები