“მხოლოდ ქვეყინიერების დასასრული” ასე ერქმევა კანადელი რეჟისორის კსავიე დოლანის ახალ ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს ვენსან კასელი და მარიონ კოტიარი შეასრულებენ.
არც ერთი ფილმის გადაღების დაწყებას არ დავლოდებივარ ასეთი მოლოდინით, ბედნიერება ასეთ ვარსკვლავებთან ერთად მუშაობა…
განაცხადა რეჟისორმა, რომელიც გადაღებებს ამ წლის მაისის თვეში დაიწყებს. ფილმი დაფუძნებულია ჟან-ლუკ ლაგარკის ამავე სახელწოდების პიესაზე. მთავარი გმირი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, ახლობლების მოსაძებნად, რათა მათთან ერთად გაატაროს დარჩენილი დრო.
შეგახსენებთ, რომ კსავიე დოლანი გასულ წელს, ფილმისთვის” დედიკო” კანის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის ლაურეატი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები