სენაკში ანტიკორუფციული კომისიის მუშაობის ფარგლებში დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა მედიის წარმომადგენლებს ნეპოტისტური სქემის ახალი სია წარუდგინა. დეპუტატის მტკიცებით, სენაკის გამგეობაში გამგებელ გოჩა დგებუაძის და რაიონის მაჟორიტარ გურამ მისაბიშვილის მეგობრები და ახლო ნათესავები მუშაობენ.
"ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს დღეს კიდევ ერთხელ უპასუხა სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ. იგი აცხადებს, რომ გამგეობასა და საკრებულოში თანამშრომლები კონკურსის წესით და პროფესიონალიზმის მიხედვით შეირჩნენ.
უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი თავის მხრივ დასძენს ,რომ გამგებელი მათ წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავს. გოჩა დგებუაძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ არ აყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები