კორპორაცია Google თანამშრომლებისთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ მუშაობისას, არამედ მას შემდეგაც, როდესაც ისინი სამსახურიდან წავლენ. ხელფასების გაცემას ყოფილი ტოპმენეჯერებისთვის კომპანია აგრძელებს, რათა ფასეული თანამშრომლების ერთგულება ბოლომდე შეინარჩუნონ. ამ გზით ისინი თავიდან იცილებენ შესაძლებლობას, რომ მათი კორპორატიული საიდუმლო შესაძლოა სხვა ფირმის ხელში აღმოჩნდეს.
კომპანიაში არსებული წყაროს ინფორმაციით, კონკრეტული ამოცანების არარსებობის შემთხვევაშიც კი ტექნიკური სპეციალისტები და მენეჯერები კვლავ რჩებიან მის თანამშრომლებად და ხელფასებს სრული მოცულობით იღებენ. ასეთი თანამშრომლები „სათადარიგო სკამებად“ მოიხსენიება და მსგავსი პრაქტიკა კომპანიაში ფართოდ გამოიყენება.
აღსანიშნავია, რომ კორპორაციის ხელმძღვანელობა ზოგიერთ თანამშრომელს პირადი პრობლემების მოსაგვარებლად დროს აძლევს თუმცა ხელფასს ჩვეულებრივ უხდის.
მსგავსი საკადრო პოლიტიკის შედეგად კომპანისი კორპორატიული უსაფრთხოება დაცულია.
მასალის გამოყენების პირობები