პოპულარულმა ჟურნალმა
Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგი შეადგინა. ჟურნალისტებმა გაითვალისწინეს კომპანიის მოგება ბოლო სამი წლის განმავლობაში და სხვადასხვა სფეროში მოგებაზე მათი გავლენის კოეფიციენტი.
ასეულის პირველიპოზიცია, ისევე როგორც გასულ წელს, ამერიკულმა კომპანიამ Apple-მა დაიკავა. ბრენდის ღირებულებამ 145,3 მლრდ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილი წილად ხვდა Microsoft-ს, რომლის ღირებულება 69,3 მლრდ დოლარად შეფასდა. სამეულის რიგებში მოხვდა Google-იც. კომპანიის ბრენდის ღირებულებამ 56, 6 მლრდ დოლარი შეადგინა.
მეოთხე ადგილი დაიკავა Coca-Cola-მ (56 მლდრ დოლარი), მეხუთე - IBM (49, 8 მლრდ დოლარი), მეექვსე - McDonald`s-ი (39,5 მლრდ დოლარი), მეშვიდე პოზიცია დაიკავა
Samsung-მა (37,9 მლრდ დოლარი), Facebook-ი კი თავისი 36,5 მლრდ დოლარით მეათე ადგილზე აღმოჩნდა.
რეიტინგში ასევე შევიდნენ ცნობილი კომპანიები Disney, AT&T, Amazon-ი, Louis Vuitton-ი, Cisco, BMW, Oracle, Nike, Intel-ი და Wal-Mart-ი.
მასალის გამოყენების პირობები