ლევან თუთბერიძის ფილმის „ცხრა მთას იქით” მსოფლიო პრემიერა შეერთებულ შტატებში – სიეტლის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში 15-16 მაისს შედგება. სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალი ვაშინგტონში 1976 წლიდან ტარდება და იგი ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული ფესტივალების სიაში შედის.
ქართველი რეჟისორის ფილმი უკურნებელი სენით დაავადებული ფოლკლორის პროფესორის, გურამის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ფოლკლორის შესასწავლად მიემგზავრება. მას ახალგაზრდა მეუღლე, ლონდონიდან ჩამოსული ასისტენტი ნიკა და ნიკას ინგლისელი მეგობარი გოგო უერთდებიან.
„ცხრა მთას იქით” ეროვნული კინოცენტრის 2013 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ფილმში მთავარ როლებს კრისტალ ბენეტი, თორნიკე ბზიავა, მიშა გომიაშვილი, გივი ჩუგუაშვილი, ეკა მოლოდინაშვილი, ნუგზარ ყურაშვილი, მარლენ ეგუტია, ვახტანგ ჩაჩანიძე და ანასტასია მენაბდე ასრულებენ.
ავტორი: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი
მასალის გამოყენების პირობები