რუბრიკები
ყარასტანში დაკარგული” - საქართველოს კინოთეატრებში
მონრეალის, ლონდონის, კლივლენდისა და ჰამბურგის საერთაშორისო კინოფესტივალებზე მოგზაურობის შემდეგ, "ყარასტანში დაკარგული” 14 მაისიდან საქართველოს კინოთეატრებში გამოდის. ფილმი შავი კომედიაა ერთ დროს ოსკარზე წარდგენილი, ხელმოცარული ამერიკელი რეჟისორის, ემილ მილერის შესახებ, რომელსაც განვითარებად კავკასიურ რესპუბლიკაში ეროვნული კინოეპოპეის შესაქმნელად იწვევენ. რეჟისორს ეგზოტიკურ და ღარიბ ქვეყანაში მოგზაურობა თავდაპირველად რომანტიკულადაც კი ეჩვენება, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივია, როდესაც ქვეყანას ექსცენტრიული, იდუმალი, კორუმპირებული დიქტატორი აბაშალიევი მართავს. კინოგადაღებები მოულედნელი, სასაცილო და საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზებით არის სავსე, ემილ მილერისთვის კი დიქტატორი მმართველისგან თავის დაღწევა არც ისე ადვილი აღმოჩნდება. "ყარასტანში დაკარგული” საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, რუსეთისა და გერმანიის კო-პროდუქციაა. ფილმის რეჟისორი ბენ ჰოპკინსია, სცენარი კი მასთან ერთად პაველ პავლეკოვსკიმ შექმნა. აღმასრულებელი პროდიუსერი ოსკარზე სამჯერ ნომინირებული სტეფან დალდრია, რომელთან ერთადაც პროდიუსერთა ჯგუფი მუშაობდა. (ვლადიმერ კაჭარავა, მაიკ დაუნი, სემ ტეილორი, არტიომ ვასილიევი, დანიელ ზუტა). ფილმში მონაწილე მსახიობთა შემადგენლობა კი ასე გამოიყურება: მეთიუ მაქფეიდანი, მიანა ბერინგი, ნოა ტეილორი, რიჩარდ ვან ვეიდენი, უმით უნალი, ლეო ანთაძე, დავით ველიჯანაშვილი, ლაშა რამიშვილი, თეიმურაზ ჭიჭინაძე, ეკა მჟავანაძე, დავით ბეკოშვილი, ქეთევან კანტიძე, ქეთა ლორთქიფანიძე, ირაკლი ჯაფარიძე, ამირან ქაჩიბაია. ავტორი: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.