ქობულეთში, 11 მაისს სასტუმრო "არმაზი" დაიწვა, რასაც სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სასტუმროში ფოლკლორული ანსამბლის სიხარული 2-ის 30-ზე მეტი მოზარდი იმყოფებოდა. დაღუპულთა ასაკი 10-12 წელია.
ცეცხლწაკიდებული სასტუმრო პოლიციის ეკიპაჟმა შენიშნა და სახანძრო ბრიგადა გამოიძახა. მეხანძრეებმა 45 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ მიზეზად მოუწესრიგებელი ელექტროგაყვანილობა სახელდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რომელმაც გაუფრთხილებლობით 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია რაც 9-იდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები