ანაკლიაში თხილის დარგის განვითარების პირველი ბიზნეს ფორუმი გაიხსნა (ვიდეო)
18:32 / 15.05.2015
ანაკლიაში, სასტუმრო "პალმ ბიჩში" საქართველოში თხილის დარგის განვითარების პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიხსნა. ფორუმს ესწრებიან: ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამეგრელო ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, თხილის მწარმოებელი ადგილობრივი და უცხოური კომპანიების წარმომადგენლები. ფერმერები გურია, აჭარა, სამეგრელო და იმერეთიდან.
შეხვედრა გახსნა "ოქსფამის" წარმომადგენელმა ლევან დადიანმა, რომელიც მიესალმა მსგავს წამოწყებას და ისაუბრა იმ მნიშვნელობაზე, რაც ამ დარგის განვითარებას ენიჭება რეგიონში.
ფორუმის დასაწყისში დამსწრეებს სიტყვით მიმართა ევროკავშირის დელეგაციის წარმოადგენელმა ხუან ხოსე ეჩანოვემ. მან აღნიშნა ევროკავშირის მზაობა ამ სექტორის მხარდასაჭერად, ხაზი გაუსვა, რომ არსებობს რეალური პლატფორმა სერიოზული დიალოგისთვის.
დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა სამეგრელო -ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ.
ფორუმს ესწრება სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გააჩნია ყველა რესურსი და იცის სად არის ამ რესურსის აკუმულირება. მისივე თქმით მხოლოდ მნიშვნელოვანია კომუნიკაცია.
"ჩვენ გვჭირდება კერძო სექტორის ხმა, ადგილობრივების ხმა"-განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ მისი ხმა გეგმის ერთ -ერთი ამოცანა იქნება. ოთარ დანელიამ ასევე აღნიშნა, რომ არსებობს გარკვეული ხარვეზები მოსავლის აღრიცხვის მხრივ და არ არსებობს ზუსტი აღრიცხვიანობა. მან ასევე ხაზი გაუსვა ისეთ პრობლემებს როგორიცაა: მიწის პოლიტიკის განსაზღვრა, კადასტრის რეგისტრაციის საკითხები. დანელიამ განმარტა, რომ ამ დარგს სჭირდება სახელმწიფო მხარდაჭერა, რადგან ის დამოუკიდებლად ვერ გაართმევს თავს. დარგს სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა. მინისტრის თქმით, კიდევ ერთი მწვავე პრობლემა არის მოსავლიანობა. "არსებობს მიზეზები სწორედ ამის გამოც ვერ ხერხდება რეგიონში იმ მოცულობის მოსავლის მოყვანა, რომელიც შეიძლება რეალურად ჰქონდეს. სამინისტროს მიზანია თხილის მოსავლის გასამმაგება, მინიმუმ გაორმაგება მაინც"-აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
შეხვედრა დისკუსიის ფარგლებში გაგრძელდა და მხარეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ მთავრობის, სამინისტროების გეგმებს, პროგრამებს ამ დარგის განვითარების მიმართულებით.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები