რუბრიკები
არტ-გალერეაში ინტელექტუალური კლუბის"რა?სად?როდის?"ფინალური თამაში გაიმართა
დღეს, ზუგდიდის არტ-გალერეაში მოსწავლე  ახალგაზრდობის სასახლის ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ ფინალური თამაში გაიმართა. მასში ქ.ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო  სკოლების 10-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. კლუბის ხელმძღვანელმა ჯენეტ ქვარცხავამ უმცროს და უფროს ლიგებში მოთამაშე გუნდებს შორის გამარჯვებულები გამოავლინა. უმცროსთა ლიგაში პრიზიორები გახდნენ: სოფ. რიყის საჯარო სკოლის გუნდი „ლინკოლნ პარკი“- I ადგილი, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის გუნდი „სრა“- II ადგილი, ქ.ზუგდიდის წმ. გიორგის სახ. გიმნაზიის გუნდი „გრაალი“ – III ადგილი. უფროსთა ლიგაში პირველ ადგილზე გავიდა ქ.ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლის გუნდი „ენგადი“, მეორე ადგილზე - ქ. ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლის გუნდი „ჯინსების თაობა“, ხოლო, მესამე ადგილი დაიკავა ქ.ზუგდიდის ნაკრებმა „მოცვი“. თამაშს ესწრებოდნენ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის, ზუგდიდის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, მშობლები და გულშემატკივრები. ფინალისტებს  ზუგდიდის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა გამარჯვება მიულოცეს და საჩუქრად წიგნები გადასცეს. საპრიზო ადგილის მფლობელებს და ასევე მეთორმეტეკლასელ ინტელექტუალებს, რომლებიც წელს ტოვებენ კლუბს, მოსწავლე  ახალგაზრდობის სასახლემ სიგელები გადასცა. ფინალურ თამაშზე ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ ხელმძღვანელმა ჯენეტ ქვარცხავამ აღნიშნა, რომ მომავალი წელი კლუბისთვის საიუბილეო იქნება, მას 15 წელი შეუსრულდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.