რუბრიკები
არტ-გალერეაში ინტელექტუალური კლუბის"რა?სად?როდის?"ფინალური თამაში გაიმართა
დღეს, ზუგდიდის არტ-გალერეაში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ ფინალური თამაში გაიმართა. მასში ქ.ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 10-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. კლუბის ხელმძღვანელმა ჯენეტ ქვარცხავამ უმცროს და უფროს ლიგებში მოთამაშე გუნდებს შორის გამარჯვებულები გამოავლინა. უმცროსთა ლიგაში პრიზიორები გახდნენ: სოფ. რიყის საჯარო სკოლის გუნდი „ლინკოლნ პარკი“- I ადგილი, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის გუნდი „სრა“- II ადგილი, ქ.ზუგდიდის წმ. გიორგის სახ. გიმნაზიის გუნდი „გრაალი“ – III ადგილი. უფროსთა ლიგაში პირველ ადგილზე გავიდა ქ.ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლის გუნდი „ენგადი“, მეორე ადგილზე - ქ. ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლის გუნდი „ჯინსების თაობა“, ხოლო, მესამე ადგილი დაიკავა ქ.ზუგდიდის ნაკრებმა „მოცვი“.
თამაშს ესწრებოდნენ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის, ზუგდიდის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, მშობლები და გულშემატკივრები.
ფინალისტებს ზუგდიდის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა გამარჯვება მიულოცეს და საჩუქრად წიგნები გადასცეს. საპრიზო ადგილის მფლობელებს და ასევე მეთორმეტეკლასელ ინტელექტუალებს, რომლებიც წელს ტოვებენ კლუბს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემ სიგელები გადასცა.
ფინალურ თამაშზე ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ ხელმძღვანელმა ჯენეტ ქვარცხავამ აღნიშნა, რომ მომავალი წელი კლუბისთვის საიუბილეო იქნება, მას 15 წელი შეუსრულდება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები