რუბრიკები
მსოფლიოს ძვირად ღირებული ავიარეისები
საქართველოში ალბათ, ბევრისთვის წარმოუდგენელია ავიაბილეთის სანაცვლოდ 100 ათასი დოლარის გახდა თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ თბილისიდან ნიუ იორკამდე დაუვიწყარი ფრენა გელოთ წინ. თუმცა, მსოფლიო მასშტაბით არიან ავიაკომპანიები, რომლებიც ფუფუნების მოყვარულ ადამიანებს ზღაპრულ ფრენებს რამდენიმე ათასი დოლარის სანაცვლოდ სთავაზობენ. Flightfox.com მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავიარესების ჩამონათვალს აქვეყნებს. ავიაკომპანია Etihad-ის სპეციალური რეისტი The Residence კომპანია სპეციალური რეისს გთავაზობთ აბუ დაბიდან ლონდონის მიმართულებით და პირიქით, რომელიც მსურველებს 37 515 დოლარი დაუჯდებათ. ავიარეისს თვითმფრინავი A380 ასრულებს. თვითმფრინავის კაბინები მაღალი კლასის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ნომრებს მოგაგონებთ. კაბინები განკუთვნილია ორ ადამიანზე და სამი განყოფილებისგან შედგება - მისაღებისგან, საძინებლისგან და აბაზანისგან. მგზავრებს პირადი შეფ-მზარეული ემსახურებათ. ავიაკომპანია Emirates 24 ათასი დოლარის სანაცვლოდ, თქვენ შეგიძლიათ დაუვიწყარი 15 საათი გაატაროთ ლოს ანჯელესიდან დუბაიმდე ფრენისას. მგზავრობისას თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ სპა სერვისით, სადაც პროცედურა ”ბალგარის” კოსმეტიკური საშუალებებით ჩაგიტარდებათ. ავიაკომპანია ANA-ს პირველი კლასი ავიაკომპანიის კუთვნილი ბოინგ 777-300ER მგზავრებს ძვირადღირებულ რეისებს ტოკიო-ლოს ანჯელესი, ტოკიო-სინგაპური და ტოკიო-ფრანკურტის მიმართულებით სთავაზობს. ბილეთის ფასი ტოკიო-ლოს ანჯელესის მიმართულებით ორი გზა 21 140 დოლარი ღირს. იაპონური ავიაკომპანიის პირველი კლასი, პირველ რიგში, იმ საქმიანი ადამიანებისთვის არის განკუთნილი, რომლებიც აეროპორტიდან პირდაპირ მოლაპარაკებებზე მიდიან. ამისთვის, კაბინა აღჭურვილია გარდერობით. კაბინებში ასევე დამონტაჟებულია სატელიტური სატელეფონო ხაზი. ავიაკომპანია Air France-ს ლუქსი ”ბოინგ 777-300”-ით შესრულებული პარიზი-სინგაპურის მიმართულებით ორი გზა 10 338 დოლარი დაგიჯდებათ. კომპანია ძვირადღირებულ რეისებს ახორციელებს აგრეთვე პარიზი-ნიუ იორკისა და პარიზი-ჯაკარტას მიმართულებით. დახვეწილი დიზაინის სავარძელი მგზავრებს შეუძლიათ 2-მეტრიან საწოლად აქციონ. ავიაკომპანია მგზავრებს ასევე სთავაზობს ლაუნჯს, სადაც შეგუძლიათ იმუშაოთ, ისარგებლოთ ბიბლიოთეკით, განტვირთვის მიზნით კი შეგიძლიათ სპა სერვისით სარგებლობა. თვითმფრინავზე მგზავრებს ”ჟივენშის” ბრენდის კოსმეტიკა და საღამურბი ელით. ავიაკომპანია Singapore Airlines-ის ლუქს რეისი რეისი ძვირადღირებულ ფრენებს სინგაპური-ნიუ იორკის, ნიუ იორკი-ფრანკფურტისა და სინგაპური-ლონოდნის მიმართულებით ასრულებს. ბილეთის ღირებულება ნიუ იორკიდან-ფრანკფურტში და პირიქით 8 015 დოლარია. Singapore Airlines-ის ლუქს ”ნომრები” აღჭურვილია ტყავის სავარძლებით, რომლებიც სურვილის შემთხვევაში სრულყოფილ საწოლად შეგიძლიათ აქციოთ. საღამოს მგზავრებს ძვირადღირებული Dom Perignon-ის შამპანურით უმასპინძლდებიან, საჭმელი კი მხოლოდ ”ჟივენშის” ბრენდის ჭურჭლით მიაქვთ. მგზავრებს ასევე სარგებლობენ ”ჟივენშის” საღამურებით, ხოლო აბაზანაში ყველა კოსმეტიკური საშუალება ”სალვატორე ფერაგამოს” ბრენდისაა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.