უმა თურმანი მთავარ როლს შეასრულებს ფილმში “ბრიტანელები მოდიან”. ინფორმაცია კანის რიგით 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გავრცელდა.
ფილმის სიუჟეტი ბრიტანელ ცოლ-ქმარზე იქნება აგებული, რომლებსაც დიდი ვალი აქვთ და მევალეებისგან თავის დასაღწევად საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადადიან. წყვილი გადაწყვეტს გაძარცვოს საიუველირო მაღაზია.
უმა თურმანს პარტნიორობას კრისტინ ჩენოუეტი გაუწევს, ფილმის გადაღებები 2015 წლის ივლისის თვეში დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები