რუბრიკები
თბილისში წლის საუკეთესო პედაგოგები გამოავლინეს

16 მაისს,  თბილისში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რიგით მეოთხე კონფერენცია-გამოფენა გაიხსნა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი და სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მოწვეული პედაგოგები და სხვა დაინტერესებული პირები.

ფორუმის მონაწილე, საქართველოს რეგიონის 400 პედაგოგი სამოქალაქო განათლების სფეროს სიახლეებსა და ინოვაციებს გაეცნო, მათ მიიღეს ინფორმაცია პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.

კონფერენციის დასასრულს სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალის მსვლელობისას სამოქალაქო განათლების პედაგოგებს გადაეცათ ფორუმის მიერ დაწესებული საპატიო ჯილდო - მადლობის სიგელი და „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის” პრიზი.

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში წლის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო მიიღო რუხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მაგდალინა თოდუამ, ასევე გამოვლინდნენ სხვა ნომინაციაში გამარჯვებული პედაგოგები. რეგიონის წლის წარმატებული პედაგოგი -ჯილდო მიიღო ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგმა ქეთევან კიტიამ, ხოლო რეგიონის წლის კლუბის მეურვის ჯილდო, მარტვილის რაიონის ბანძის საჯარო სკოლის პედაგოგმა დარეჯან ცინარიძემ. "ნებისმიერი პედაგოგისთვის აღიარება საოცნებო ჯილდოა, ეს მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებს მოსწავლეების წინაშე. სამეგრელოს რეგიონს ჰყავს ღირსეული პედაგოგები და დიდი მადლობა, რომ ღირსეულტა შორის დამასახელეს. უღრმესი მადლობა თითეულ გულშემატკივარს, განსაკუთრებით პარტნიორ ორგანიზაციას „ათინათს“, რომელიც ჩემი დიდი გულშემატკივარია და რა თქმა უნდა რუხის საჯარო სკოლის დირექტორს, რომელიც ზრუნავს თითოეული პედაგოგის პროფესიულ განვითარებაზე, ჩემს ამ წარმატებას კი ვუძღვნი საყვარელ მოსწავლეებს“- აცხადებს წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მაგდალინა თოდუა. კონფერენცია-გამოფენა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გაიმართა. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით. სამეგრელო ზემო-სვანეთში პარტნიორია ასოციაცია „ათინათი“. კონფერენცია-გამოფენის მხარდამჭერია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.