მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი ერთობლივ გამოფენას სახელწოდებით "დადიანები თბილისში" მართავენ .
ზუგდიდის ისტორიულ- არქიტექტურული მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას თქმით, ერთობლივი გამოფენა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში უკვე მეორედ ტარდება. „გამოფენაზე 200-ზე მეტი ექსპონატია წარმოდგენილი და ის დადიანების დინასტიის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მატიანეს ასახავს.“ მისი თქმით,გამოფენა 18 მაისს დაიწყო და 18 ივნისს დასრულდება.
დადიანების მუზეუმის კოლექცია 45000-ზე მეტ ექსპონატს მოიცავს. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ 1919 წლის ექსპროპრიაციის პერიოდს მიეკუთვნება; დანარჩენები-სასახლეს მოგვიანებით შეემატა. მუზეუმის კოლექციაში რამდენიმე უაღრესად უნიკალური ნივთია,მათ შორის ნაპოლეონის სიკვდილშემდგომი ნიღაბი და კვართი,რომელიც,თქმულების თანახმად, წმინდა მარიამს ეკუთვნოდა.
მასალის გამოყენების პირობები