ინგრედიენტები:
ფქვილი - 175 გ
გამაფხვიერებელი - 1ჩ.კ.
კაკაო - 4 ს.კ.
შაქარი - -100 გ
მარილი
მცენარეული ზეთი - 4 ს.კ.
ვანილი
რძე - 350 მლ
ცხიმის მაღალი შემცველობის ნაღები - 230 მლ
შაქრის პუდრა - 30 გ
გამდნარი შოკოლადი - 90 გ
ხილი მოსართავად
მომზადება:
175 გ ფქვილს შეურიეთ 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი, 4 ს.კ. კაკაო, 100 გრამი შაქარი და 1/4 ჩ.კ. მარილი. აურიეთ, დაუმატეთ 4 ს.კ. მცენარეული ზეთი, 2 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი, 350 მლ რძე და კარგად აურიეთ.
ტაფა გააცხელეთ, მოაპკურეთ ძალიან მცირე რაოდენობით ზეთი და ბლინის ცომი საწვნით დაასხით.
გამოაცხეთ დაბალ ცეცხლზე ორივე მხრიდან. მომზადებული ბლინები კარგად გააციეთ.
ნაღები ათქვიფეთ 4 ს.კ. შაქრის პუდრასთან ერთად. წაუსვით ბლინს, ზემოდან დაადეთ შემდეგი ბლინი, წაუსვით ნაღები და ა.შ. ბლინის ტორტი მორთეთ ხილით და მოასხით გამდნარი შოკოლადი.
მასალის გამოყენების პირობები